შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში!
გაეროს განვითარების პროგრამა და ნორვეგიის მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით, იწყებენ ახალ პარტნიორობას პლასტმასით დაბინძურების შემცირებისთვის, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ სრულად ისარგებლოს სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომის უფლებით.
ერთწლიანი პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 405,000 ლარს შეადგენს, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ნარჩენების მართვის ექსპერტებთან, კერძო კომპანიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვისთვის.
პროექტის საჯარო წარდგენა გაიმართება პარასკევს, 9 თებერვალს, 14:45 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი).
გამომსვლელები:
· დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
· რებეკა ლი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე საქართველოში
· სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
· ლორან ნიკოლი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი
ნანახია: 632
მსგავსი სიახლეები
clickss