2024-12-29

06:52

მწვანე მომავალი: მწვანე გადასვლის ოთხწლიანი გზა

ბიზნეს ნიუსი
02-02-2024 12:54

დანია და გაეროს განვითარების პროგრამა იწყებენ რეგიონულ პროექტს საქართველოსა და მოლდოვაში!

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა იწყებენ ოთხწლიან ტრანსფორმაციულ პროექტს „მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება: ინკლუზიური მწვანე გადასვლისა და პასუხისმგებლიანი მმართველობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში“, რომელიც 2024-2027 წლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში, რაც აუცილებელია სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის, ენერგოეფექტურობის პრაქტიკის დანერგვისთვის და განახლებადი ენერგიის მოხმარების წახალისებისთვის.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 10.8 მილიონ აშშ დოლარს (75 მილიონ დანიურ კრონას) აღწევს. აქედან დაახლოებით 4.29 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში დაგეგმილ აქტივობებს მოხმარდება, 4.27 მილიონი აშშ დოლარი მოლდოვას რესპუბლიკაში დაგეგმილ საქმიანობას, ხოლო დაახლოებით 2.2 მილიონი დოლარი რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებაზე დაიხარჯება.

პროექტს გაუძღვება UNDP-ის რეგიონული ჰაბი სტამბულში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის საელჩოებთან და UNDP-ის საქართველოსა და მოლდოვას წარმომადგენლობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

მწვანე ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

საქართველოში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სამოქალაქო ჩართულობასთან და ეფექტიან ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი განხორციელდება ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში და ხელს შეუწყობს დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობის განმტკიცებას და ადგილობრივ განვითარებაში მდგრადი და კლიმატგონივრული მიდგომების დანერგვას.

პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმი, ამაღლდება მუნიციპალური სერვისების ხარისხი და დაინერგება ადგილობრივი განვითარების მდგრადი პრაქტიკა, მათ შორის ენერგო აუდიტისა და ენერგოეფექტური მშენებლობის მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და კლიმატგონივრული ბიზნეს პრაქტიკის შემოღება.

კონკრეტულ რეგიონზე მორგებული მიდგომების გამოყენებით, UNDP და დანია მხარს დაუჭერენ დასაქმების გაზრდას, განსაკუთრებით სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის, და ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლების განვითარებას ამ რეგიონებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში.

“დანია მოხარულია დაიწყოს ახალი, ტრანსფორმაციული პროექტი საქართველოში, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს საგარეო სტრატეგიას „ჩვენი საერთო სამყარო“. მივესალმებით ფართო შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მიღებას უკავშირდება. ასევე ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ გამოწვევებთან გამკლავება. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, დანია საქართველოს გვერდით დგას და სიამაყით უჭერს მხარს მდგრადი და წარმატებული საზოგადოების მშენებლობას."
ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში
„მწვანე გადასვლა მოითხოვს ერთიან, კომპლექსურ ცვლილებებს მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული საზოგადოებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ამისთვის აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მდგარდი პრაქტიკის, ტექნოლოგიისა და პოლიტიკის დასანერგად როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. დანიის მთავრობასთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს მწვანე გადასვლის გზაზე. ამავდროულად, ჩვენი ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს თანამშრომლობას მოლდოვასთან და ევროპის ქვეყნებთან."
დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

პროექტის განხორციელების ვადები

პროექტი „მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება: ინკლუზიური მწვანე გადასვლისა და პასუხისმგებლიანი მმართველობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში“ 2024 წლის იანვარში დაიწყება. მისი საწყისი ეტაპი ექვსი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის განხორციელებას კიდევ ერთხელ განიხილავს. 2024 წლის ივნისიდან დაიწყება პროექტის ძირითადი ფაზა, რომელიც 2027 წლის ბოლოს დასრულება.

ფოტოს წყარო: ფოთის მუნიციპალიტეტი

მსგავსი სიახლეები

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები