აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 2023: უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი რეგიონის ევროკავშირთან ინტეგრაციის კატალიზატორია
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მიერ შედგენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რჩება მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ძალად მთელ რეგიონში და ასრულებს არსებით როლს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ინდექსში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აასწრაფა ინტეგრაციის გაღრმავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში.
EaP ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის პროგრესს ამ სამი მიმართულებით აფასებს: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა; პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან; და მდგრადი განვითარების მიზნები. ის ეხება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
EAP ინდექსი მონაცემთა შეკრებასა და შეფასებაზე მეტია. მასში გათვალისწინებულია როგორც ცვლილების სხვადასხვა ფორმა (რეფორმების პროგრესი, წინსვლა, დემოკრატიის შესუსტება, პოლიტიკური კურსიდან გადახვევა), ასევე სტაგნაცია და ცვლილებების არარსებობა. ურთიერთგანმსაზღვრელი საკითხების შეფასებისას ინდექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ხასიათდება „მრავალ სფეროში მკვეთრი ვარდნით თუ არა, მნიშვნელოვანი დაღმასვლით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს“. მნიშვნელოვანი უკუსვლა აღინიშნა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დამცველი მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრირება, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართალი და გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკა — შეკრების თავისუფლების გამოკლებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის პროგრესთან გაცნობა და შედეგების ურთიერთშედარება EaP ინდექსის პანელითაა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 638
მსგავსი სიახლეები
clickss