ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა
2024 წლის 25 იანვარს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ოფიცერი რეიჩელ ობფენდა.
მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები.
როგორც ცნობილია, წელს 2-5 მაისს, საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება, ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
ნანახია: 637
მსგავსი სიახლეები
clickss