2024-09-20

21:42

"ურჯუკას მარანი" სინტროპული ბაღის გაშენებას გეგმავს!

ბიზნეს ნიუსი
17-01-2024 10:06

"ურჯუკას მარანი" სინტროპული ბაღის გაშენებს გეგმავს. ამის შესახებ "ურჯუკას მარნის" დამფუძნებელმა ბექა ურჯუკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს იქნება 1 ჰა-ზე გაშენებული ბაღ-ვენახი, სადაც არამხოლოდ ვაზი, არამედ ხილი და ბოსტნეულიც იქნება. როგორც ბექა ურჯუკაშვილი აღნიშნავს მეურნეობის მთავარი მიმართულება ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციის მიღებაა.

"მარნის ტერიტორიაზე სინტროპულ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენ იქ უნდა შევქმნათ ისეთი ეკო სისტემა, სადაც არამარტო ვაზის, არამედ სხვა ნატურალური პროდუქტის მიღება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ვაზს - დავიწყეთ არატრადიუციული მეთოდით ვენახის გაშენება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაზი იმ სახეობის  ხეებზე იქნება შეზრდილი, რომელიც ვაზს დაავადებებისგან დაიცავს და დანამატები აღარ დასჭირდება. ეს იქნება 1 ჰა-ზე გაშენებული ბაღ-ვენახი და არა მხოლოდ ვენახი. აქ იქნება როგორც ხილი, ასევე ბოსტნეული. პროექტში გათვალისწინებულია ტურისტული მიმართულების განვითარებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა, ღვინის ადგილზე დაგემოვნება და მეურნეობის დათვალიერება", - განაცხადა ურჯუკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტზე გასვლაც.

"ჩვენ ღვინოს ტრადიუციული ქვევრის ტექნოლოგიით ვაყენებთ და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად დავხვეწოთ, უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მივიღოთ. ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვართ და ვცდილობთ, რომ ქართული ღვინის სახელით მსოფლიო ბაზარზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ. საფრანგეთში უკვე ჩავატარეთ დეგუსტაციები და დაინტერესება არის", - განაცხადა ბექა ურჯუკაშვილმა.

ცნობისთვის, "ურჯუკას მარანი" საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში მდებარეობს და ბაზარზე მეორე წელია რაც გამოჩნდა. მარანი მომხმარებლებს ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულ ქვევრის ღვინოს სთავაზობს. ამჟამად, მარანი სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს, ესენია: საფერავი, ქისი და რქაწითელი მწვანე. "ურჯუკას მარნის" ღვინის შეძენა თბილისსა და ბათუმში როგორც ღვინის მაღაზიებში ასევე, ბარებშია შესაძლებელი.

ანი მუმლაძე

წყარო: https://bp.ge/news/biznesi/urjukas-marani-sintropuli-baghis-gashenebas-gegmavs?fbclid=IwAR1D7l2TmiWc8by577-0IswYZsEbnJ59KEJcvJJrOXUItyhT46n5wYdvbSE

მსგავსი სიახლეები

2024-09-20 15:31
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" შეხვედრა სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას ხელმძღვ

ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის

2024-09-19 13:09
ბიზნეს ნიუსი

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირდაპირ ფრენებს

2024-09-17 15:09
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ეკონომიკური

2024-09-12 15:40
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ა

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ

2024-09-11 17:53
ბიზნეს ნიუსი

IWSC საქართველოში რიგით მესამე ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს ჩაატარებს

ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები