2025-10-13

21:05

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

სპორტი
21-05-2025 05:51
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, მამაკაცებს შორის ATP Challenger Tour -ის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც ხუთი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს. მეორე საშეჯიბრო დღეს ტურნირს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო.
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ ზუკა ტყემალაძე შეეცდება.
პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობს. გამარჯვებული 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების შედეგად პროფესიონალ ჩოგბურთელებს ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1656

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები