2025-12-02

19:35

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სპორტი
25-04-2025 14:49
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). ლიპარტელიანმა ფინალი გერმანელ სეია ბალჰაუსთან დათმო და სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას და შვეიცარიელ ბინტა ნდიაეს სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელელი თიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - გუშინ ევროპის ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) იზეიმა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები