2025-06-01

04:53

საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა

სპორტი
28-03-2025 12:40
ბოსტონში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. მათ ორი პროგრამის შედეგად 202.21 ქულა დააგროვეს, მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზიაც მოუპოვეს.
ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში 71,68 ქულა მიიღო და მეოთხე პოზიცია დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი 130,53 ქულა დაიმსახურა და მეექვსე შედეგი აჩვენა. მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა ნიკა ეგაძემ. მან 90.39 ქულა დაიმსახურა და ამ ეტაპზე მეექვსე ადგილზეა. ნიკა თავისუფალი პროგრამით 30 მარტს იასპარეზებს.
28 მარტს რიტმული ცეკვით მაყურებლის წინაშე წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. ჩემპიონატს გამოეთიშა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლო. მოკლე პროგრამაში მან 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა. წელს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მატელკინას წყვილმა იუნიორთა შორის მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. ოქროს მედალი მათ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.
ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე მაშინ კარინა საფინა იყო. ბერულავა-მეტელკინას წყვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია და ლუკა პირველი სპორტული წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ვერცხლის მედალი მათ შარშან მოიპოვეს. ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები