თბილისის ,,გრანდ-სლემზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ-სლემი” გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღის ასპარეზობებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. თბილისის ,,გრანდ-სლემის” მესამე დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) მიიღეს.
ტურნირის დასკვნით დღეს სპორტიდან გააცილეს წარმატებული ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.
თბილისის „გრანდ სლემზე“ ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (-66 კგ) კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ტურნირის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, -81 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ნანახია: 279
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss