ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა რუმინელი, აზერბაიჯანელი და ავსტრიელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ მოწინააღმდეგეს სძლია.
წლევანდელ ,,გრანდ სლემზე" ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია. ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ნინო ლოლაძემ კი ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს „გრანდ სლემზე" მოპოვებული პირველი მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-66 კგ) გახდა.
ნანახია: 664
მსგავსი სიახლეები
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
clickss