VIDEO: საფრანგეთის ნაკრებმა 2025 წლის რაგბის ექვსი ერის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა!

საფრანგეთის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის ბოლო ტურში პარიზში, საკუთარ მოედანზე, „სტად დე ფრანსზე“ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. ფრანგებმა შეხვედრა 35:16 მოიგეს და ორწლიანი პაუზის შემდეგ 6 ერის უძლიერესი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მათ ტურნირი 21 ქულით დაასრულეს და მეორე ადგილზე გასულ ინგლისის ნაკრებს ერთი ქულით გაუსწრეს.
თამაშის დაწყებას წინ ზღაპრული ატმოსფერო უძღოდა. სტადიონის („სტად დე ფრანს“) გარშემო შეკრებილი ორივე გუნდის ფანები ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ და გამამხნევებელ სიმღერებს მღეროდნენ. გულშემატკივრები საოცარი თამაშის მოლოდინში, სიხარულს ვერ მალავდნენ და საყვარელ გუნდებს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებდნენ.
რაც შეეხება სტადიონის შიგნით, ტრიბუნები გადავსებული იყო გულშემატკივრებით და გუნდების ეროვნული დროშის ფერებში გამოწყობილი მაყურებელი ხმამაღალი ყიჟინით ამხნევებდა საკუთარ გუნდს. სტადიონზე იმდენად ლამაზი გარემო იყო შექმნილი, რომ მთელი მაყურებელი ერთ მუშტად იყო შეკრული და საჩემპიონო თამაშის დაწყებას მოუთმენლად და გულისფანცქალით ელოდა.
ბოლო ტურის მატჩში საფრანგეთის სარაგბო ნაკრებმა, „სტად დე ფრანსზე“ შოტლანდიის ნაკრები მიიღო და 35:16 დაამარცხა. შოტლანდიელებს დასაკარგავი აღარაფერი ქონდათ. პირველ ტაიმში ლაღად და თამამად თამაშობდნენ. ფრანგები თავისი ლიდერის ანტუან დუპონის არყოფნაში, ოდნავ შებოჭილები ჩანდნენ, ზედმეტად ნერვიულობდნენ და შესვენებაზე მხოლოდ ერთი საჯარიმოს უპირატესობით წავიდნენ - 16:13.
მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებში სულისკვეთებამ იმძლავრა და მათ მობილიზება შეძლეს. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინეს, აღმოფხვრეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. მაშინ, როცა შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს.
ამრიგად, საფრანგეთის რაგბის ნაკრები ამ თამაშის მოგებით ტურნირის გამარჯვებული გახდა. ანტუან დუპონი, ცხადია, საუკეთესოა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფრანგეთის ნაკრების გარემარბი ლუი ბიელ-ბიარი, რომელმაც წლევანდელ ტურნირში რვა ლელო გაიტანა.
ამგვარად, საფრანგეთის ნაკრებმა 6 ერის გათამაშება მეშვიდედ მოიგო, რითიც ირლანდიასა და უელსს ერთი ტიტულით გაუსწრო, ხოლო ინგლისის ნაკრებს გაუთანაბრდა. უელსი 6 ერის ისტორიაში ბოლო ადგილზე მესამედ გავიდა. მათ კატასტროფული შედეგი 21 წლის შემდეგ გაიმეორეს.
ინგლისმა ბოლო ტურში უელსი სტუმრად 68:14 გაანადგურა. ინგლისელებმა მეტოქეს 10 ლელო და 9 გარდასახვა გაუტანეს. უელსმა 2025 წლის 6 ერი 5 მარცხით დაასრულა და 3 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. ირლანდიამ იტალიას სტუმრად 22:17 აჯობა. ირლანდიელები 19 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო გასული, ორი სეზონი, 6 ერის ჩემპიონი სწორედ ირლანდია ხდებოდა.
6 ერის 2025 წლის გათამაშების საბოლოო, სატურნირო მდგომარეობა კი ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი - 21 ქულა, 2. ინგლისი - 20, 3. ირლანდია -19, 4. შოტლანდია - 11, 5. იტალია - 5, 6. უელსი - 3
გიორგი ოთინაშვილი
პაპუნა ებანოიძე
დავით გაგუა
სპეციალურად პარიზის „სტად დე ფრანსის“ სტადიონიდან
ნანახია: 164
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების
ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი
clickss