2025-04-19

04:37

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა

სპორტი
13-03-2025 14:14

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.  

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე. 

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 14 მარტს, 12:30 საათზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში (თავისუფლების მოედანი 7) ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე, შესაბამისი მოთხოვნით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს -  media@gff.ge

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები