2025-12-02

20:13

შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სპორტი
07-03-2025 16:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, მამუკა ხაბარელს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია გააცნო ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს წარედგინათ. მისი თქმით, ფრანკფურტში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე, „ბაკურიანი 2025“ - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, საუკეთესო სპორტული ღონისძიების სტატუსი ოფიციალურად მიიღო.

შეხვედრაზე, მამუკა ხაბარელმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მხარდაჭერის და ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით, სპეციალური სამადლობელი ჯილდო გადასცა.

„ბაკურიანი 2025“ - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9-16 თებერვალს ჩატარდა. მასში 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები