საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს

„ევრობასკეტ 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 62:60 დასრულდა, რითაც ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ,,ევრობასკეტზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების 12-ქულიანი უპირატესობით - 37:25 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 62:60 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებს „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფში ერთი თამაში დარჩა გასამართავი. ქართველი კალათბურთელები სერბეთს სტუმრად 24 თებერვალს დაუპირისპირდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამართული ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო. ,,ევრობასკეტ 2025" 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს ლატვია, პოლონეთი, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე" პირველად 2011 წელს ითამაშა, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთთან, იტალიასა და გერმანიასთან ერთად პირველად უმასპინძლა.
ნანახია: 762
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss