2025-12-02

20:17

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

სპორტი
15-02-2025 13:02

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში.  გუნდურ ტურნირში, 16-წლამდელებს შორის, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა რევაზ ლილუაშვილის, ლუკა კობახიძისა და  სანდრო ხოსიტაშვილის შემადგენლობით 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 13:11 დაამარცხა. 

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს.  სანდრო ხოსიტაშვილი 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა, გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 16-წლამდელთა ნაკრებმა სანდრო ხოსიტაშვილის, რევაზ ლილუაშვილისა და ლუკა კობახიძის შემადგენლობით, ელენე წიკლაურისა და სანდრო ხოსიტაშვილის წყვილი კი  ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები