„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სლალომში იასპარეზეს ქართველმა სამთო მოთხილამურეებმა ირაკლი ხერგიანმა, გოგა გულედანმა, გიორგი ჯაფარიძემ და იასონ ვეზდენმა.
ორი დაშვების შედეგად ირაკლი ხერგიანი 26-ე იყო, გოგა გულედანმა კი ასპარეზობა 36-ე ადგილზე დაასრულა.
მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ კი ასპარეზობას გამოეთიშა იასონ ვეზდენი.
„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა და 16 თებერვალს დაიხურება. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს სამი ქალაქი - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი. ასპარეზობებში 1 000-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ტარდება.
ნანახია: 429
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების
ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი
clickss