2025-04-19

23:01

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე პარიზის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია

სპორტი
03-02-2025 13:47
საფრანგეთში პარიზის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) ფინალური ბრძოლა სამხრეთკორეელ ჯონგჰუნ კიმთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლუკამ ფინალურ ბრძოლამდე სენეგალელი რაიან დაკოსტა, ფრანგი მაქს ლაბორდე, ნახევარფინალში კი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი გოკი ტაჯიმა დაამარცხა.
პარიზის „გრანდ სლემზე“ ეს საქართველოს მეორე მედალია. გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მან მესამე ადგილისთის შეხვედრაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მურად ჩოპანოვი იპონით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები პარიზის „გრანდ სლემზე“ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები