ისტორიაში პირველად საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს. ლიცენზიანტთა რეიტინგები ევროპისა და მსოფლიოს კარატეს ორგანიზაცია EKO/WKO-მ გამოაქვეყნა.
2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ლაშა შანთაძე (60კგ), ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), დავით მსხალაძე (-90კგ), გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).
ქართველი სპორტსმენები კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ. მსოფლიოს პირველობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს პოლონეთში კონტაქტურ კარატეში ასპარეზობისას კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ნანახია: 421
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების
ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი
clickss