2025-04-19

23:01

არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა

სპორტი
25-01-2025 12:25

არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ შედგა.  

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გამარჯვებულები გახდნენ:

საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია - გიორგი გველესიანი

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია - გოდერძი კაპანაძე

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - გურამ თუშიშვილი

ძალისმიერი ფიტნესის,კროსფიტის და მასრესლინგის,  ეროვნული ფედერაცია - გიორგი კვეტენაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია- ალექსანდრე კუჭავა

საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია - ავთანდილ ყარმაზანაშვილი

პარამკლავჭიდი - ვახტანგ ახობაძე

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია - დათა ქაჯაია

საქართველოს რაგბის კავშირი - დავით ნინიაშვილი

ღონისძებაზე, საფუძველი ჩაეყარა ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჯილდოს, რომელიც გადაეცა სამი სპორტული კატეგორიის გამარჯვებულს:

გიორგი ნიკოლაძე - პარატაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი

გიორგი ჩხიკვაძე - ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის.

ვახტანგ ახობაძე - პარამკლავჭიდი

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები