2025-04-20

03:08

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და Australian Open-ის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

სპორტი
09-01-2025 10:53

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მესამე მეტოქე, იტალიელი ფრანჩესკო პასსარო ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა.

 აღნიშნული მატჩის მოგების შედეგად ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში კვალიფიცირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატში კრუზ ჰიუიტიб ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟი 6:1, 6:4 დაამარცხა.

მეორე წრეში კი რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი დაამარაცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ნ. ბასილაშვილი 1:4 აგებდა. თუმცა ნიკოლოზმა სეძლო სეტის შემობეუნება და 7:5 დაამარცხა მეტოქე.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის სლემის პირველ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. .

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა. როგორც ცნობილია, ბოლოს ნიკა ბასილაშვილმა დიდ სლემზე 2023 წლის მაისში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 2019 წელს პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

ავთანდილ ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები