ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მეორე მეტოქე ალიბეკ კაჩმაზოვი დაამარცხა

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მეორე მეტოქე ალიბეკ კაჩმაზოვი ორ სეტში 7:5, 6:4 დაამარცხა.
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, იტალიელი ფრანჩესკო პასსარო იქნება. მატჩი 9 იანვარს გაიმართება. აღნიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში კვალიფიცირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატში კრუზ ჰიუიტიб ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟი 6:1, 6:4 დაამარცხა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის სლემის პირველ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება სჭირდება.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი 2019 წელს პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
ავთანდილ ოთინაშვილი
ნანახია: 402
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების
ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი
clickss