2025-12-02

20:28

საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა

სპორტი
06-01-2025 13:02

რუმინეთში, „კარპატის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა, დაძაბულ ბრძოლაში 35:34 მოიგო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქართველი ხელბურთელები ცოტათი უკეთ თამაშობდნენ და საბოლოოდ პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დასრულდა – 17:15.

დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვეული ბოლო წამზე გამოვლინდა – 34:34-ზე გადამწყვეტი გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ქართველმა ხელბურთელებმა „კარპატის თასზე“ ორი თამაში მოიგეს, ერთი წააგეს და შეჯიბრებაზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებული კი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც სამ თამაშში 33 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე ასევე საქართველოს ნაკრები წევრი გიორგი დიხამინჯია გავიდა – 21 გოლი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა რუმინეთთან მატჩში:

ზურაბ ცინცაძე (11 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (2); გიორგი დიხამინჯია (10 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (9), გიორგი არეშიძე (6), მირიან გავაშელიშვილი (4), გიორგი გრიშიკაშვილი (3), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიგა მელიავა (1), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი.

მომდევნიო მატჩს ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით თბილისში 13 მარტს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:

13 მარტი | საქართველო – ბოსნია

16 მარტი | ბოსნია – საქართველო

7 მაისი | საქართველო – საბერძნეთი

11 მაისი | ისლანდია – საქართველო

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები