VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სამახსოვრო მაისურები გადასცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.
GFF Awards 2024-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად კი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ".
კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა.
ასევე საუკეთესო ქალ ფეხბურთელს გადაეცა 55 ათასი ლარი. ხოლო საუკეთესო კაც ფეხბურთელს გადაეცა 50 ათასი ლარი. გარდა ამისა, ყველა გამარჯვებულს გადაეცა "კოკა-კოლას" სპეციალური საკოლექციო ბოთლი.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19
2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა გოგლიჩიძე
2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე
2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი
ნანახია: 509
მსგავსი სიახლეები

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების
ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი
clickss