2025-04-20

04:53

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

სპორტი
19-12-2024 15:58

ბაკურიანში 20-21 დეკემბერს, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS), მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი19 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი,  სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა) 91  სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად აღნიშნული დისციპლინისთვის.

„ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან წლევანდელი შეჯიბრის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი იუსი-პეკა კინუნენი.

2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება (28 თებერვალი – პირველი მარტი -სკი კროსი, 8-9 მარტი – სნოუბორდ კროსი).

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო  და სნოუბორდი ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით საქართველოს კურორტები – გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. შედეგად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე გაშუქდა, რომელთაც, ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 10:22
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი

საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე

2025-04-15 11:35
სპორტი

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა

2025-04-14 14:42
სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კ

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის

2025-04-13 12:12
სპორტი

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის მსოფლიოსა და 7 გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების

ლეგენდარულ ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები