საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა
სპორტი
18-11-2024 15:45
პოლონეთში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა როგორც ინდივიდუალურად, ისე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი - ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ღირსებას ეთერ ასკილაშვილი (-70 კგ), აკაკი ჯაფარიძე (-90 კგ), ნინო პაპიძე (+70 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ ) და გიორგი ლოლაძე (-73 კგ ) იცავდნენ. საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა ფინალში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.
ქართველი ძიუდოისტები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ნანახია: 179
მსგავსი სიახლეები
clickss