2025-09-10

00:17

ისტორიაში პირველად ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია

სპორტი
11-11-2024 12:14
იაპონიაში დასრულდა გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში NHK Trophy. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.
სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები და NHK-ის თასი მოიპოვეს.
მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 142,77 ქულა დაიმსახურეს და პირველობა არავის დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტულმა წყვილმა გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.
სპორტის სამინისტრო ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას ლუკა ბარულავასა და ანასტასია მეტელკინას და მათ მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები