საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა
სპორტი
31-10-2024 15:39
პოლონეთმა კონტაქტურ კარატეში კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ევროპის პირველობაზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
კადეტებს შორის ჩემპიონები დავით შველიძე, ოსკარ ჰინჩლეი და საბა ჭრელაშვილი გახდნენ; ვერცხლის მედლები გიორგი ძნელაძემ, ედგარ აბგარიანიმა და ანანო დათუკიშვილმა მიიღეს; ბრინჯაოს კი ამირან ტატულიშვილი დაეუფლა. ახალგაზრდებს შორის ბრინჯაო ლუკა მგელაძემ დაიმსახურა.
ტურნირზე მედლების საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კონტაქტური კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტაქტური კარატეს ფედერაციის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის მაისში ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველადგილოსნებმა ავტომატურად მოიპოვეს
მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის ლიცენზია.
ნანახია: 217
მსგავსი სიახლეები
clickss