VIDEO: ქალთა ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო!
საქართველოს ქალთა ეროვნული, საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.
საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).
ნანახია: 298
მსგავსი სიახლეები
clickss