VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გუშინ საღამოს გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთად-ერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის შორეული დარტყმით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინასა და ჩეხეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.
მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს შედგება.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების წევრი): "განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ბევრი შემტევი ფეხბურთელით, რომლებსაც შეზღუდულ სივრცეებში შეუძლიათ თამაში. ვიცოდით, რომ ალბანეთის თავს დიდი ძალებით დაიცავდა და სივრცეს არ დაგვიტოვებდა.
ფეხბურთელებმა ალღო აუღეს ამ ტაქტიკას, თუმცა ბოლო მოძრაობა, ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით.
ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული ტაქტიკური სქემის და სისტემის სახით.
ამ დროისთვის, საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც მის პოზიციაზე ასეთ დონეზე ითამაშებს. ტაქტიკის ცვლილება ნაწილობრივ ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის არყოფნაში ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია. გიორგი მიქაუტაძეს კი რთული პერიოდი აქვს კლუბში. აკლია თავდაჯერება, რადგან ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თამაში. ვცდილობთ, რომ მივცეთ ის, რაც აკლია სათამაშო დრო, თავდაჯერება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩების შედეგებზეც აისახებოდა".
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.
წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება".
ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები".
ნანახია: 264
მსგავსი სიახლეები
clickss