2024-12-22

16:49

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დაასრულა

სპორტი
12-10-2024 10:44

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დაასრულა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 

მატჩის ერთად-ერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე. 

ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ. დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა".

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია". 

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ".  

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული

2024-12-13 11:36
სპორტი

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 210 კგ დააფიქსირა და მეექვსე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები