2024-10-25

16:21

VIDEO / საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

სპორტი
07-10-2024 11:00

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს! 

11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. 

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. მოსამზადებელი ეტაპის და მოახლოებული თამაშების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციულ შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას ახალი ციკლის სახით და პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. ოქტომბერში მინდა ვიხილო, რომ სექტემბერი არ იყო შემთხვევითობა და ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ. უკრაინასთან და ალბანეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა გვყავს 23 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, მათაც უნდათ დამტკიცება, რომ სექტემბრის წარმატება კანონზომიერი იყო და სურთ პოზიტიური სერიის გაგრძელება. 

უკრაინის ნაკრების შესახებ ბევრი რამ ვიცით. დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ. განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ, საინტერესო სანახავი მატჩი იქნება. 

გიორგი მიქაუტაძეს ლიონში რთული პერიოდი აქვს, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. უნდა იბრძოლოს სათამაშო დროისთვის და დაიბრუნოს თავდაჯერება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან კარგად გვახსოვს რა აქვს ნაკრებისთვის გაკეთებული ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფეხბურთია და წარმატებულ პერიოდს წარუმატებელი მოსდევს. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს.   

გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელია. განსხვავებული ტიპის შემტევია. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა კლუბში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გამოძახება დაიმსახურა. ნონიკაშვილის და გოგლიჩიძის მსგავსად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმსახურებს აქ ყოფნას, რათა გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები. 

კონკურენცია ყოველთვის კარგია გუნდისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში ნახევარდაცვაში სტაბილურობას მივაღწიეთ, თუმცა ვიცით, რომ ყოველთვის ერთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. კარი უნდა გავხსნათ ახალი მოთამაშეებისთვის. ალთუნაშვილი დიდი ხანია ჩვენთან ერთად არის. შესანიშნავი პროგრესი აქვს კლუბში და კარგი არჩევანია ნაკრებშიც. ნონიკაშვილს პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში მზად იქნება მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, გასულ შეკრებაზე ის ბოლო მომენტში დავიმატეთ, რადგან ემპოლიში თამაში დაიწყო. ახლა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან სტაბილურად გამოიყურება. მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ვარჯიშებზე და მატჩებშიც გაცილებად გამოცდილი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება საერთოდ აღარ მოუწიოს“.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი გუნდის მწვრთნელია. დიდი გზა გამოვიარეთ და წარმატებულად მოვდივართ ერთად. როდესაც ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება, გზა ყოველთვის მოიძებნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ. დანარჩენს, მომავალი გვიჩვენებს. 

დინამო არენას საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ ამ სტადიონზე ვითამაშოთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სტადიონის ტევადობის სრულად ათვისებას შევძლებთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში. შესაბამისად, ნოემბრის თამაშს ბათუმი უმასპინძლებს. თუ მარტისთვის დინამო არენა მზად იქნება, ტევადობის სრულად ათვისების პირობებში სიამოვნებით ვითამაშებთ იქ. 

ჩვენი მიზანია და ეს განვითარების პროგრამაშიც გვიწერია, რომ ეროვნულ ნაკრებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რომელიც, ყველა ნაკრების მიერ იქნება გამოყენებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ როგორც კაცთა, ისე ქალთა ნაკრებს ახლო მომავალში ჰქონდეს საკუთარი სახლი.

ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნება. ამ კომუნიკაციის შედეგად, მთავარი მწვრთნელები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე გუნდისთვის“. 

მსგავსი სიახლეები

2024-10-23 10:36
სპორტი

VIDEO: ქალთა ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო!

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება.

2024-10-16 10:51
სპორტი

ისტორიული შედეგი - ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს!

ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა

2024-10-15 12:56
სპორტი

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამა

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული

2024-10-15 12:43
სპორტი

ქართველი სთრონგმენი ნიკა ლეკაიძე ევროპის ,,არნოლდ კლასიკის" აბსოლუტური ჩემპიონია

არნოლდ კლასიკზე" ცალკეულ მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ონიანმა მოიპოვა, ოქროს მედალს კი ლაშა ჯოხაძე დაეუფლა

2024-10-12 10:44
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დ

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები