საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა „დევისის თასზე" მექსიკა დაამარცხა
სპორტი
16-09-2024 14:48
„დევისის თასის" მსოფლიოს II ჯგუფში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მექსიკის ნაკრებს უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მომავალი წლიდან ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიოს I-ის ჯგუფის პლეი-ოფში იასპარეზებენ.
აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში ალან ფერნანდო რუბიო ფიეროს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა.
"დევისის თასის" მატჩები თბილისში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართა, ხოლო შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებელს.
ნანახია: 293
მსგავსი სიახლეები
clickss