2024-12-23

01:54

პრემიერი - 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა პარიზიდან სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც უნიკალური შედეგია

სპორტი
13-09-2024 10:57

2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი, უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან, 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

„ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმეკვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. ეს იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც უნიკალური შედეგია.

"ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში. ისევე, როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს. მადლობა ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის; მადლობა პარალიმპიურ ჩემპიონს გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა ვიცე-ჩემპიონებს - ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს - ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც ამ შემთხვევაში მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში.

„მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში, მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, - თითოეული თქვენგანის წვლილი იყო განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოლიმპიური თამაშების ანალოგიური ჯილდოები გაიცემა პარალიმპიელებისთვის. ყველა იმ პარასპორტსმენს, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცემა, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოებზე მათი წარდგენის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ჯილდოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და მინდა, წინასწარ მოგილოცოთ. მადლობას ვუხდი პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა შესაბამის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს. მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, - თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ", - განაცხადა პრემიერმა.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებები ქართველ პარასპორტსმენებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ მიულოცეს.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა.

პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული

2024-12-13 11:36
სპორტი

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 210 კგ დააფიქსირა და მეექვსე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები