2025-12-02

21:30

პირველად საქართველოს ისტორიაში, თათია აფციაური პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მსაჯთა დელეგატია!

სპორტი
08-09-2024 13:30

პირველად საქართველოს ისტორიაში, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი თათია აფციაური ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე მსაჯთა დელეგატია. თათია აფციაური, ოლიმპიადაზე 40 მსაჯის ხელმძღვანელად შეირჩა.

თათია აფციაური ეტლით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის არბიტრია.

სახელოვანი ქართველი მუშკეტერის, რაპირით ფარიკაობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილი თათია აფციაური ოჯახის ტრადიციას წარმატებით აგრძელებს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) არბიტრი ამ დღეებში IWAS Wheelchair Fencing-ის (ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა საერთაშორისო ფედერაცია) მსაჯთა კომისიაში აირჩიეს, რაც დიდი აღიარება და პასუხისმგებლობაცაა.

თათია ორი შვილის დედაა. მამის ხელმძღვანელობით რაპირით ფარიკაობა ადრეულ ასაკში დაიწყო, მერე ხმალშიც სცადა ძალები. იყო საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ახალგაზრდებსა და უფროსებში, თუმცა აქტიურ სპორტს 20 წლისამ დაანება თავი, მაგრამ საყვარელი სახეობისთვის ზურგი არ შეუქცევია.

მან მსაჯობას მიჰყო ხელი. 2013 წელს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა, ორი წლის შემდეგ მსგავსი წოდება პარაფარიკაობაშიც დაიმსახურა. წლებია, მნიშვნელოვან შეჯიბრებებში იწვევენ. 

განსაკუთრებით დაუვიწყარია მისთვის პარალიმპური თამაშები, რომელსაც რამოდენიმე წლის წინ ტოკიომ უმასპინძლა. თათია აფციაურმა რამდენიმე შეხვედრა უნაკლოდ იმსაჯა. სწორედ, იქ მიღებული მაღალი შეფასების შედეგია პარაფარიკაობის მსაჯთა კომისიაში თათია აფციაურის არჩევა.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1143

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები