ქართველი მხატვრული სტილით მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა
სპორტი
03-09-2024 10:59
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მხატვრული სტილით მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა!
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მხატვრული სტილით მოცურავეები პერუში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.
2024 წელს დოჰაში სენიორთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარი ალავიძემ ტექნიკური სოლო პროგრამით მე-8 ადგილი დაიკავა, წელსვე ევროპის ჩემპიონატზე კი ტექნიკური სოლო პროგრამით იგი მეოთხე იყო.
ნანახია: 311
მსგავსი სიახლეები
clickss