სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს
სპორტი
22-08-2024 16:13
ფინეთი ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო ვერსიაში - ფლეგ-ფეხბურთის სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.
ტურნირი ტარდება ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IFAF) ეგიდით. გუნდები რვა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფებში გააგრძელებს ასპარეზობას.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 2023 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე პირველად გამოსულმა ქართველმა სპორტსმენებმა მე-16 ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება, ამერიკული ფეხბურთი სწორედ ფლეგ-ფეხბურთის ვერსიით იქნება წარმოდგენილი და მის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
#11 - საბა გოგატიშვილი;
#9 - ლაშა უნგიაძე;
#7 - ალექსანდრე გაგოშიძე;
#87 - საბა კვერნაძე;
#14 - ანრი სიმსივე;
#3 - საბა კაპანაძე;
#23 - გიგი ყურაშვილი;
#88 - პაპუნა სონგულია;
#89 - ნიკა ოსიაშვილი;
#13 - ირაკლი გულორდავა;
#5 - ზაზა ქარჩილაძე;
#10 - ვატო აღაჯანაშვილი;
ნაკრების მთავარი მწვრთნელია ამირან ქირია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს ასეთი განრიგით:
27 აგვისტო, 11:30
საქართველო-დიდი ბრიტანეთი;
27 აგვისტო, 17:45
საქართველო-გერმანია;
28 აგვისტო, 11:30
საქართველო-შვედეთი.
28 აგვისტოს 16:30 საათიდან პლეიოფების გათამაშება დაიწყება.
ნანახია: 319
მსგავსი სიახლეები
clickss