საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18 წლამდე ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა!
სპორტი
20-08-2024 10:48
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18 წლამდე ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა!
18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები კოსოვოს გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 22:30 დათმო და მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში პირველად ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო შვიდეულში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე მოხვდა: ალექსანდრე შიოშვილი, დავით გრიშიკაშვილი და დავით ხელისუფალი.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე დიდი ბრიტანეთი, ნახევარფინალში კი ბელგიის ნაკრები დაამარცხა.
ნანახია: 325
მსგავსი სიახლეები
clickss