რაგბი U18 საერთაშორისო სერიის მეორე ტური: საქართველო-ინგლისი 20:27
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი გამართა ინგლისის ნაკრებთან და 20:27 დამარცხდა.
ინგლისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მალევე მოახერხეს ლელოს დადება, მაგრამ გიგი სირბილაძემ ჯერ საჯარიმო დარტყმით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ხალვაშმა, სოსელიამ და შარვაშიძემ სამი ლელოს დადება მოახერხეს და პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20:10 მოიგეს.
მეორე ტაიმი ინგლისელებმა მაღალ ტემპში დაიწყეს, დიდი ძალებით შეუტიეს, ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და დაწინაურდნენ – 24:20. მატჩის დასრულებამდე მეტოქემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ 27:20 მოიგო.
საქართველოს ნაკრები სერიის მესამე მატჩს 20 აგვისტოს ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს. თამაში 17:30 სთ-ზე დაიწყება.
ნანახია: 344
მსგავსი სიახლეები
clickss