2024-12-23

11:07

სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელების დღეს დაჯილდოების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელებისთვის სექტემბერში სახალხო ზეიმის მოწყობას გეგმავს

სპორტი
15-08-2024 16:03

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებს წარმატებას ულოცავს და დღეს საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას ეხმაურება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრეზიდენი მიიჩნევს, რომ ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება და აღნიშნავს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პარალიმპიადა, რომელიც გრძელდება 8 სექტემბრამდე, შესაბამისად, ყველას მიღება ერთად გაიმართება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეხება ერთ თემას – ოლიმპიელებს და ოლიმპიელების დაბრუნებას. მინდა, პირველ რიგში, მათ და ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. არა მხოლოდ იმათ, ვინც დაბრუნდა მედლებით და ძალიან გაახარა საქართველოს საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, რამეთუ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე და ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა. მგონი, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად. დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე, დაჯილდოება. არ მჩვევია რაღაც კინკლაობა. სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გვაქვს, მაგრამ სხვათა შორის, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველა ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში აქ, როცა დაბრუნდებოდნენ. მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ჯერ ერთი, ეს არის სერიოზული საქმე და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ არის ორი სხვა მთავარი მიზეზი: მე მიმაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს მართლაც ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია – სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ვაპირებ, რომ მოვაწყო სახალხო ზეიმი, როგორც გამოვაცხადე. მეორე, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი – პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, როგორ შეიძლება, ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება – ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარალიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება და ყველანი, ოლიმპიელები თუ პარალიმპიელები, გელოდებით სექტემბერში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული

2024-12-13 11:36
სპორტი

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 210 კგ დააფიქსირა და მეექვსე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები