პარიზის ოლიმპიადაზე ფიცარნაგზე, ქართველი ძალოსნებიდან პირველმა შოთა მიშველიძემ იასპარეზა!
პარიზის ოლიმპიადაზე ფიცარნაგზე ქართველი ძალოსნებიდან პირველმა შოთა მიშველიძემ იასპარეზა. სამწუხაროდ, სპორტსმენს თავი ტრავმამ შეახსენა, რამაც მიშველიძეს საკუთარი ძალების სრულყოფილად წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
29 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს, ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. იგი შედეგებიდან გამომდინარე ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლებოდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის შოთა მიშველიძეს თავდადებული ბრძოლისთვის, მან ტრავმის მიუხედავად მაქსიმუმი გააკეთა, რათა მედლისთვის ებრძოლა და ყველას აჩვენა თავისი შეუპოვარი ხასიათი და პროფესიონალიზმი. ჩვენს სასახელო სპორტსმენს მომავალში საქართველოს სასახელოდ არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ!
ნანახია: 403
მსგავსი სიახლეები
clickss