ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია
სპორტი
01-08-2024 17:22
ილია სულამანიძე (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. ილია ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებულ. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 338
მსგავსი სიახლეები
clickss