ძიუდოისტი ლაშა ბექაური უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი ძიუდოისტი სანშირო მურაოს ორი "ვაზარით" მოუგო.
გადავხედოთ ლაშა ბექაურის განვლილ გზას ფინალამდე:
ლაშა ბექაურმა პირველი წრე გამოტოვა და ტურნირის მეორე რაუნდში ბულაგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სამხრეთ კორეელ ჰანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებულ. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 337
მსგავსი სიახლეები
clickss