ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ფინალშია
სპორტი
31-07-2024 19:25
პარიზის ოლიმპიურ თამაშების მეექვსე საშეჯიბრო დღეს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ).
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ბექაურის მეტოქე იქნება იაპონელი მურაო სანშირო.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 358
მსგავსი სიახლეები
clickss