2025-12-02

21:53

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს

სპორტი
31-07-2024 16:56
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) დღეს პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში იჭიდავა.
ქართველი სპორტსმენი სამხრეთ კორეელ ჯუიეოპ ჰანს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრაში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1089

მსგავსი სიახლეები

2025-12-02 17:21
სპორტი

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები