ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მაჰმადბეკოვი დაამარცხა!
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.
24 წლის ქართველმა მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის დაუპირისპირდება – ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველო ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.
ცნობისთვის, პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 588
მსგავსი სიახლეები
clickss