ქართველ მოკრივე ლაშა გურულს სადებიუტო ოლიმპიადაზე მედალს ერთი მოგება აშორებს
სპორტი
30-07-2024 13:09
27 წლის ლაშა გურულმა მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დამაჯერებლად, 5:0, დაამარცხა და 1 აგვისტოს მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალ ორთაბრძოლებში ლაშა გურულს წარმატებებს უსურვებს.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 376
მსგავსი სიახლეები
clickss