ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო
სპორტი
29-07-2024 13:58
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ქალ ძიუდოისტ წევრთაგან დღეს პირველი ეთერ ლიპარტელიანი(57 კგ.) ასპარეზობს.
ქართველი სპორტსმენი დღევანდელ ორთაბრძოლაში ბრიტანელ ლელე ნაირნის დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანის ოლიმპიური დებიუტი ტოკიოში გამოსვლა იყო, სადაც მას ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში პირველად არის სამი ქალი ძიუდოისტი: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 452
მსგავსი სიახლეები
clickss