2024-12-23

19:18

საქართველოს ოლიმპიური ციფრები

სპორტი
23-07-2024 15:22

საქართველოს წარმომადგენლებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშებიდან დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მათ შორის, სამი სპორტსმენია ისეთი, რომელმაც ორჯერ ან სამჯერ იზეიმა ჩემპიონობა. ამ მხრივ, რეკორდსმენია სამმხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. ასევე ორგზის ჩემპიონია, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც რამდენიმე დღეში მესამე ოქროს მედლისთვის გავა ოლიმპიურ ფიცარნაგზე. 

ქართველ ოლიმპიელებში გვყავს ორი ისეთი სპორტსმენიც, რომლებსაც ოლიმპიურ სარბიელზე სამივე ხარისხის მედლები დაუსაკუთრებიათ. ეს შეძლეს ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა. 
ქართველების მიერ  მედლების მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაშია მოპოვებული, რამდენიმე მედალი - ე.წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 წლიდან კი -  საქართველოს სახელით.
მოქმედი სპორტსმენებიდან ნინო სალუქვაძეა ერთადერთი, რომელსაც ოლიმპიური ჯილდო მოპოვებული აქვს როგორც სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (სეული-1988), ისე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (პეკინი-2008). გარდა ამისა, სალუქვაძის მიერ მოპოვებულ პირველ ოლიმპიურ მედალსა და ბოლოს დაუფლებულ ჯილდოს შორის 20-წლიანი შუალედია, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ნინო ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელმაც 10 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეძლო.
საბჭოთა კავშირის (1952-1988), გაერთიანებული გუნდის (1992) და საქართველოს სახელით (1996 წლიდან) ოლიმპიურ სარბიელზე მედლები მოპოვებული გვაქვს 21 სახეობაში (ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, ველოსპორტი, თანამედროვე ხუთჭიდი, კალათბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, ტანვარჯიში, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო, წყალში ხტომა, წყალბურთი, ხელბურთი).
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველოს მედლების კოლექცია შეადგენს 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს ჯილდოს. აქედან ყველაზე მეტი უმაღლესი სინჯის მედალი ძიუდოისტებზე მოდის (4-5-3). მეორე ადგილზეა ძალოსნობა (3-1-3), მესამეზე - თავისუფალი ჭიდაობა (2-3-6), მეოთხეზე - ბერძნულ-რომაული  ჭიდაობა (1-3-4). თითო ბრინჯაოს მედალია მოპოვებული კრივში და ტყვიის სროლაში. 
მედროშეები, ისევე როგორც ტოკიოში, პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზეც ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე ყველაზე გამოცდილი მედროშეცაა. პირველად მას ასეთი პატივი ერგო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველოს წარმომადგენელთაგან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძემ (ჰელსინკი-1952) მოიპოვა, ქალებში კი - ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა (ჰელსინკი-1952).
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით  ჩემპიონობა პირველმა იზეიმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა. 
საქართველოს სახელით ყველაზე ცოტა მედალი ატლანტაში გვაქვს მოპოვებული, საუკეთესო შედეგს კი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ, სადაც საქართველოს ოლიმპიელებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ჯილდოების რაოდენობით რეკორდული გამოდგა ტოკიოს თამაშები, სადაც მედლების ყულაბას 8 მედალი შევმატეთ (2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).
საქართველო ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაციით რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარდგა - 40 სპორტსმენი, ყველაზე ნაკლები ლიცენზიანტი პარიზში გვეყოლება. ისინი სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) მოსინჯავენ საკუთარ ძალებს. ჩვენს გუნდში 4 ოლიმპიური ჩემპიონია, 3 - პრიზიორი, 13 კი ახალბედაა.

ქართველი ოლიმპიელები და მოპოვებული მედლები:

ჰელსინკი-1952.
3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი

მელბურნი-1956. 
2 ოქრო და 6 ბრინჯაოს მედალი

რომი-1960
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი

ტოკიო-1964
2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი

მეხიკო-1968
2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი

მიუნხენი-1972
6 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი

მონრეალი-1976
3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი 

მოსკოვი-1980
3 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი

სეული-1988
5 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი

ბარსელონა-1992
3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი

ატლანტა-1996
2 ბრინჯაოს მედალი

სიდნეი-2000
6 ბრინჯაოს მედალი

ათენი-2004
2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი

პეკინი-2008
3 ოქროს, 2 ვერცხლის და  2  ბრინჯაოს მედალი

ლონდონი-2012
1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი

რიო-2016
2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი

ტოკიო-2020
2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი

წყარო: https://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=38&info_id=4480

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები