ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა
სპორტი
22-07-2024 11:14
ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა!
საბა ფურცელაძემ Astana Challenger-ზე იასპარეზა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს შეხვდა და ორსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 4:6, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ საბა ფურცელაძემ „ჩელენჯერის“ ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა. წ. მაისში პირველად საქართველოში, კაჭრეთში, ATP Challenger Tour -ის ტურნირი გაიმართა მამაკაცებს შორის.
ერთეულთა თანრიგში ჩემპიონატის ფინალში ალექსანდრე ბაკში ფრანგ რობინ ბერტრანდს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა დაძაბული სამსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 1:6, 6:3, 5:7 დათმო.
ნანახია: 419
მსგავსი სიახლეები
clickss