საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები პლეი ოფში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება
19 ივლისს, შვეიცარიის ქ. ნიონში, ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება.
ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე.
ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.
ნანახია: 368
მსგავსი სიახლეები
clickss